უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს რუსი დამპყრობლების პოზიცია ავდიევის მიმართულებით, რითიც გადაიტანეს ფრონტის ხაზი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
"ხერსონი განთავისუფლდა - გავათავისუფლოთ დონეცკიც! მეორე დღეს, იაკოვ ჰანძიუკის სახელობის 59-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები წინ წავიდნენ და მტრის პოზიცია დაიპყრეს ავდიევის მიმართულებით", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.