უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში მაკარივკას დასახლება გაათავისუფლეს | მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ვოლნოვასკის რაიონის სოფელი მაკარივკა გაათავისუფლეს.

მისივე ინფორმაციით, ეს სოფლები განლაგებულია ბოლშაია ნოვოსელივკასა და ვრემოვსკის სამხრეთით, იმ მხარეში, სადაც უკრაინელები, ორივე მხარის ინფორმაციით, შეტევას ყველაზე წარმატებულად ავითარებენ.

"იმ მიმართულებებზე, რომლებზეც ხორციელდება შეტევა: ბახმუტის მიმართულებით ჩვენი ჯარები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს. ბერხივის წყალსაცავის მიდამოში წარმატებაა. დაწინაურდნენ 250 მ. სამხრეთით ორი მიმართულებით არის წინსვლა 300-დან 1500 მეტრამდე. დაიკავეს დასახლებები ბლაგოდატნე და მაკარივკა. იმ ადგილებში, სადაც ჩვენი ჯარები არიან თავდაცვითი: არცერთი პოზიცია არ დაკარგულა" - წერს მალიარი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი