უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შესახებ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, ICC-ის წარმომადგენლები ხერსონის რეგიონს ეწვივნენ.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით დაინახეს რუსული ტერაქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება. და ეს გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის პროცესის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით", - თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, ცხოველებიც კი იმაზე უფრო მორალურები არიან, ვიდრე რუსეთი.