უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას ეშინია მობილიზებული რუსი დედების უკმაყოფილების, ამიტომ სარდლობა ფრონტის ხაზზე, იმ ადგილებში, სადაც მძიმე დანაკარგებია შესაძლებელი დაქირავებულ ტყვეებს აგზავნის.
"რუსი ჯარისკაცების დედებმა გაერთიანება დიდი ხნის წინ დაიწყეს, რადგან მათი მთავრობა მუდმივად ომშია. ყველა რუსი ქალი არ არის მზად დაკარგოს შვილები დიქტატორის ამბიციებისთვის,
ახლა რუსი დედების უკმაყოფილება სახიფათო იმპულსს იძენს, ამიტომ, რუსეთის ფედერაცია ტყვეებისგან დაკომპლექტებულ დანაყოფებს აგზავნის იმ ადგილებში, სადაც მოსალოდნელია მძიმე დანაკარგები, მათი სიკვდილი ისე არ იგრძნობა რუსულ საზოგადოებაში", - ამბობს მალიარი.
მისივე ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინის ჯარი აგრძელებს თავდასხმის ოპერაციებს, ბერხევის წყალსაცავთან სამხედროები დაწინაურდნენ. ასევე, წინსვლაა სამხრეთით ორი მიმართულებით.