უკრაინის ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის 35-ე ცალკეული ბრიგადა, ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს. დასახლება 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული იყო.

"ოდესის საზღვაო ქვეითებმა, კონტრშეტევითი მოქმედებების ფარგლებში, გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე, რომელიც ოკუპირებული იყო 2022 წლის მარტიდან.

დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე რაშისტი განადგურდა, ოთხი ტყვედ აიყვანეს. დღეს სტოროჟივზე ისევ ფრიალებს ეროვნული დროშა და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას", - განაცხადა 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი