ჰესის აფეთქების გამო, ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია მოხდა - ვითარება ადგილზე 12 ივნისის მდგომარეობით

გამოქვეყნდა:

12 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, მხოლოდ ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ინფორმაციას ხერსონის რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. მისი თქმით, მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია.

"ამ დროისთვის წყალი კვლავ იკლებს და გუშინ საღამოსთან შედარებით უკვე 3 მ 29 სმ-ს მიაღწია. წყლის დონემ 64 სმ-ით დაიკლო.

დატბორილია 46 ქალაქი, დაბა და სოფელი - 32 მარჯვენა სანაპიროზე, 14 მარცხენა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 3 801 სახლი დაიტბორა. მარჯვენა სანაპიროზე წყლის ხაფანგიდან ამოიყვანეს 2 743 ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი და 77 შეზღუდული გადაადგილების პირი. მხოლოდ ხერსონიდან 2 318 მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. რუსები ბლოკავენ და თავად ევაკუაციას არ ახორციელებენ. გარდა ამისა, ისინი ხელს გვიშლიან ჩვენი ხალხის გადარჩენაში ხანდაზმულთა და შეზღუდული მობილობის მქონე პირესბითვის ზურგში ცეცხლის გახსნით. თუმცა, ჩვენი ძალების მიერ სამაშველო ოპერაცია მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. იქიდან უკვე 112 ადამიანია გაყვანილი", - თქვა პროკუდინმა და აღნიშნა, რომ დამატებით დეტალებზე ის ვერ ისაუბრებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი