უკრაინული მხარის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში წინ წაიწიეს და სოფელი ნოვოდაროვკა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული დაცვის ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

როგორც ბრიგადა წერს, ნოვოდარივკას გათავისუფლება 4 ივნისს მოხდა, მას შემდეგ კი რუსული მხარე სოფლის თავიდან დაკავებას ცდილობს, თუმცა მათი ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

"2023 წლის 4 ივნისს, თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მექანიზებული და შერეული ქვედანაყოფების გაერთიანებული მოქმედებების შედეგად, ოკუპანტებისგან განთავისუფლდა სოფელი ნოვოდაროვკა. მტრის არაერთი მცდელობა, რომ კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ დასახლება, წარუმატებელი აღმოჩნდა," - წერს ბრიგადა.

ნოვოდაროვკა რუსებმა გასული წლის მარტში დაიკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი