დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიევკას რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაშავდა.
"რასისტებმა დღეს დილით ორი რაკეტით ისევ დაარტყეს ქალაქს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა კირილენკომ.
თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კულტურის სახლი და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.