მომდევნო რამდენიმე დღეში უკრაინა მასობრივ შეტევას განახორციელებს | ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტობიას ელვუდის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღეში უკრაინა დონბასის რეგიონში მასობრივ შეტევას განახორციელებს. 

როგორც ელვუდი გამოცემა Sky News-თან ინტერვიუში ამბობს, უკრაინის ძირითადი შესაძლებლობები ჯერ კიდევ რეზერვშია და შეტევისთვის მზად არის.

"რუსებმა არ იციან სად იქნება შეტევა, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ქაოსს ვაგნერსა და თავად რუსების ძალებს შორის," - ამბობს ელვუდი.

ელვუდის თქმით, კახოვკის ჰესის აფეთქება აჩვენებს, რომ პუტინს იმის იმედიც არ ჰქონდა რომ ჰესზე კონტროლს შეინარჩუნებდა. 

კომიტეტის ხელმძღვანელმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უფრო მეტი ტანკებით, F16-ის საბრძოლო ვერტმფრენითა და შორს-მოქმედი რაკეტებით მოამარაგონ უკრაინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი