უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ ტყვეობიდან 2 526 უკრაინელი დაიბრუნა.
"ყოველთვის, როცა ჩვენს ხალხს რუსული ტყვეობიდან ვაბრუნებთ, გვახსოვს ფუნდამენტური მიზანი: არავის დავტოვებთ. გუშინ კიდევ 95 ჩვენი ბიჭი, ჩვენი ჯარისკაცი, დავაბრუნეთ ტყვეობიდან. გასული წლის 24 თებერვლიდან ჩვენ უკვე დავიბრუნეთ 2 526 უკრაინელი კაცი და ქალი", - წერს ზელენსკი Telegram-ზე
გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა მთელ გაცვლის ჯგუფს და ყველა ჯარისკაცს, რომელიც უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის გაცვლითი ფონდის არსებობას.