ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ნაციზმზე გამარჯვების და ხსოვნის დღე 8 მაისს აღინიშნება.

კანონში წერია, რომ უკრაინა როგორც ცივილიზებული, მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო პატივს სცემს ყველას გმირობის ხსოვნას, ვინც ნაციზმს ებრძოდა, ასევე ყველა მსხვერპლს, ვისაც შეეხო ომი.

განმარტებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის ვალდებულებაა, ახსოვდეთ, რამხელა დანაკარგის ფასად იქნა მიღწეული გამარჯვება ნაციზმზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ სახელმწიფოებში ეს გამარჯვება ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება, ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის დღეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი