უკრაინულ კონტრშეტევაზე უკვე ყველა მხარე ღიად ლაპარაკობს. ოფიციალური კიევი ფაქტობრივად განუწყვეტლად ავრცელებს სულ ახალ ინფორმაციას მორიგი დეოკუპირებული დასახლებების შესახებ. შეტევის მთვარი მიმართულებები ზაპოროჟიე და დონეცკის ოლქებია.
უმძიმეს ბრძოლებეში უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ და სტრატეგიულ პუნქტებზე გასვლას გეგმავენ. არანაკლებ დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს პროპაგანდისტულ ფრონტზე - სრულიად მოულოდნელად დღეს გაირკვა, რომ რუსების ზეიმი ლეოპარდის ტიპის ტანკის განადგურებაზე უბრალოდ ხისგან დამზადებული ტანკის აფეთქება აღმოჩნდა.