"კახოვკას ჰესის აფეთქებით გამოწვეული ზიანი 1,5 მილიარდს გაუტოლდა" | ხერსონის სამხედრო ადმინისტრაცია

გამოქვეყნდა:

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების მიერ გამოწვეული ზიანი 1,5 მილიარდს გაუტოლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს. 

პროკუდინის ცნობით, ხერსონის რეგიონში დაახლოებით 55 ათასი ჰექტრის მოცულობის ტყეები დაიტბორა. ამასთან ერთად, წყლის მოცულობა რომელიც აფეთქების შედეგად განადგურდა, მთელს მსოფლიოს ორი დღის განმავლობაში ეყოფოდა. 

მისივე ინფორმაციით, კახვოკის აფეთქების შესახებ უკრაინის რადას გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელეს. კომიტეტმა განიხილა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის დატბორილ რეგიონებში წყლისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების მუდმივი მონიტორინგი. 

პროკუდინის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დახარისხებული სასმელი წყლის ფასების შენარჩუნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი