თეა წულუკიანი ქართული კინოს მოთვინიერებას იწყებს. ყოფილი დირექტორის პროუკრაინული პოზიციის გამო ხმაურიანი გაძევების შემდეგ, კულტურის მინისტრი ცენტრში საკუთარ კადრს აგზავნის კონკრეტული გეგმით - გაწმინდოს დაწესებულება პოლიტიკურად არასანდო ადამიანებისგან.
ყველა თანამშრომელმა დღეს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება მიიღო. სქემა მარტივია - რეორგანიზაციის სახელით დაითხოვო ყველა და შემდეგ მხოლოდ სასურველები დააბრუნო. "ქართული ოცნების" ოდიოზური კულტურის მინისტრი რეპრესიებს ჩვეულ სტილში აგრძელებს.