ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეტევითი ოპერაციის დროს, 7 დასახლება განთავისუფლდა | მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეტევითი ოპერაციის დროს დონეცკისა და ტავრის ოპერაციულ რაიონებში 7 დასახლება განთავისუფლდა. 

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს ლობკოვო, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, სტოროჟევა, მაკარივკა და ბლაგოდატნე.

მალიარმა ასევე თქვა, რომ შეტევითი ჯგუფის ჯარების საერთო წინსვლა 6,5 კმ, ხოლო კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული მეტრი იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი