რუსეთმა ღამით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, მტერმა გამოიყენა 14 ფრთოსანი რაკეტა, საიდანაც 10 გაანადგურეს, ასევე, 4 "შაჰიდის" დრონი, რომეთაგანაც 1 ჩამოაგდეს.
გენშტაბის ცნობით, ქალაქ კრივოი როგში სარაკეტო დარტყმა მოხდა ხუთსართულიან შენობაზე. წინასწარი ცნობებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება.