უკრაინული მხარის ცნობით, კახოვკის კაშხლის ჩამონგრევით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 41 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10-ს აღწევს.
"ამჟამად ჩვენ ვიცით 10 დაღუპულის შესახებ ხერსონსა და რეგიონში. ჩვენ ასევე ვაცხადებთ დაკარგულად 41 ადამიანს", - დაწერა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ Telegram-ზე.
ხერსონის ოლქის გუბერნატორმა თქვა, რომ ორშაბათს რეგიონის დედაქალაქში ორი ცხედარი იპოვეს.
"დღეს დაუდგენელი ქალი და 50 წლის მამაკაცი დამხრჩვალი იპოვეს ქალაქის ერთ-ერთ უბანში", - დაწერა ალექსანდრ პროკუდინმა Telegram-ზე.
ერთი დღით ადრე პროკუდინმა თქვა, რომ სამი ადამიანი დაიღუპა, როდესაც რუსეთმა დაბომბა სამაშველო ნავი, რომელიც ხალხის ევაკუაციას ახორციელებდა.