ხერსონის რეგიონში გუშინდელთან შედარებით წყლის დონემ 27 სმ-ით დაიწია - პროკუდინი

გამოქვეყნდა:

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, 13 ივნისის დილის მდგომარეობით ხერსონის რეგიონში წყალდიდობის საშუალო დონე 2 მ 70 სმ-მდე დაეცა.

"წყლის დონის კლების ტენდენცია გრძელდება, 13 ივნისის დილის მდგომარეობით წყალდიდობის საშუალო დონეა 2 მ 70 სმ, რაც 27 სმ-ით ნაკლებია წუხანდელთან შედარებით.

მარჯვენა სანაპიროზე დატბორილია 3 600 სახლი 31 დასახლებაში", - განაცხადა პროკუდინმა.

სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაშავდა, 42 კი დაკარგულად ითვლება.

დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული 17 დასახლება დაიტბორა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი