უკრაინის ქალაქ კრივოი როგში რუსული დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი Telegram-ზე ავრცელებს.
დნეპროპეტროვსკის პროკურატურის ოფისის ცნობით, ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს ცეცხლის ქრობისა და ნანგრევებისგან გაწმენდის პროცესი. ასევე გრძელდება სამაშველო ოპერაცია.
სამართალდამცველებმა ადგილის დათვალიერებისას დაბომბვისთვის გამოყენებული რაკეტების ფრაგმენტები იპოვეს, თუ რა ტიპის რაკეტები იყო გამოყენებული, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ კრივოი როგში საცხოვრებელო კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მანამდე გავრცელებული ცნობის თანახმად, დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.