უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევას ფრონტის მინიმუმ 3 მიმართულებით აგრძელებენ - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის  (ISW) განახლებაში ნათქვამია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის სულ მცირე 3 სექტორში კონტრშეტევას აგრძელებენ და ტერიტორიული მიღწევები აქვთ. 

"გუშინ, რუსეთის ჯარებმა შეტევა დონეცკის რეგიონის დასავლეთით წამოიწყეს. მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამხედროებმა ვრემოვსკის მახლობლად ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს", - წერს ISW.

განახლებაში ნათქვამია, რომ ამ კონტრშეტევებში რუსეთის ძალებს არ მიუღიათ დადასტურებული ტერიტორიული მოგება, თუმცა ზოგიერთი რუსული წყარო იტყობინება, რომ რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს მაკარივკა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ მაკარივკას 12 ივნისის მდგომარეობით. 

12 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სახმელეთო შეტევები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან განახორციელეს.

განახლებაში ნათქვამია, რომ 12 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს შეზღუდულ წინსვლას დონეცკის ოლქის დასავლეთში, ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი