ასეთ მთავრობას ბიუჯეტი არ უნდა ვანდოთ - ირაკლი ყიფიანი 200-ლარიან დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

ასეთი ტიპის მთავრობას ფული, ბიუჯეტი არ უნდა ვანდოთ, - ამის შესახებ ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი გიორგი გახარიას იმ განცხადების საპასუხოდ საუბრობს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება 17 წლის ჩათვლით მოქალაქეებს 200-ლარიან დახმარებას დაურიგებს. 

ეს არის ცალსახად, წინასაარჩევნოდ, ხალხის მოსყიდვის მიმართულებით განხორციელებული ქმედება. საქართველომ დონორი ორგანიზაციებისგან თანხები თვეებით ადრე მიიღო - სწორედ მაშინ, როდესაც პანდემია თავის ასე ვტქვათ კრიტიკულ მაჩვენებელს აღწევდა და იმ პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლებამ ფაქტობრივად თანხები არ დაარიგა და ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი ტიპის მთავრობას ფული,  ბიუჯეტი და ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადები არ უნდა ვანდოთ. ამ თანხებს არ იყენებდნენ მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, კორონაკრიზისის დროს არ გამოიყენა და წინასაარჩევნოდ გამოაჩინა როცა დასჭირდა, - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დღეს სოციალური დახმარებების მორიგი ტალღა გამოაცხადა. გიორგი გახარიას განკარგულების თანხამად, 200 ლარს მიიღებს საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხებათ თვითდასაქმებულებს, რომელთავ პირველ ეტაპზე დოკუმენტები ჯეროვნად ვერ შეავსეს, ასევე მთავრობა დაეხმარება სტუდენტებსაც, რომელთა სოციალური ქულაც 150 ათასზე ნაკლებია. გახარიას ახალი სოციალური პაკეტი ოპოზიციის ნაწილმა უკვე მონათლა ამომრჩევლის მოსყიდვად, რადგან ხელისუფლებას ფული მაშინ უნდა გაეცა, როცა ეკონომიკა დაკეტილი იყო, ხალხი შიმშილობდა, და არა წინასაარჩევნოდ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი