უკრაინის კონტრშეტევამ შესაძლოა მოსკოვს მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

​აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვარაუდობს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევამ შესაძლოა მოსკოვს მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს. 

"უკრაინის წარმატებულმა კონტრშეტევამ შესაძლოა ორი რამ გააკეთოს. საკუთარი პოზიცია ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან გააძლიეროს და შესაძლოა გამოიწვიოს პუტინის საბოლოო ფოკუსირება მოლაპარაკებებზე, მის მიერვე დაწყებული ომის დასასრულებლად," - აღნიშნა ბლინკენმა. 

როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, აშშ-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად უკრაინის მხარდაჭერა მაქსიმალურად გაზარდოს. ბლინკენის შეფასებით, მათი უკრაინისადმი მუდმივ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

"მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი გადამწყვეტია, რათა მან დროთა განმავლობაში ძლიერი შემაკავებელი და თავდაცვითი შესაძლებლობები შექმნას თავისი არმიისთვის. თუ რუსეთი მომავალში ახალი აგრესიის განხორციელებას ეცდება, უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაკავოს ის და, საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად დაიცვას თავი," - განაცხადა ბლინკენმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი