პუტინმა უკრაინასთან დადებული აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააუქმა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააუქმა უკრაინასთან 2003 წელს დადებული აზოვის ზღვისა და ქერჩის სრუტის გამოყენების შესახებ შეთანხმება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. 

როგორც ხელშეკრულების დენონსაციის დოკუმენტში წერია, შეთანხმების გაუქმების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც რუსეთმა დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია მოახდინა და უკრაინამ "დაკარგა საზღვაო ქვეყნის სტატუსი". 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეთანხმება, უკრაინამ 2023 წლის თებერვალში გააუქმა. 

დოკუმენტს ხელი 2023 წლის 24 დეკემბერს ქერჩში მოეწერა მას ხელი ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ მოაწერეს. 

2003 წელს დადებული ხელშეკრულება ადგენდა წესებს უკრაინასა და რუსეთს შორის ქერჩის სრუტისა და აზოვის ზღვის გამოყენების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი