ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ინფორმაცია უკრაინული გამოცემა UNIAN-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
''სანამ რუსი სამხედროების ყურებში მტვერია, შეერთებული შტატები ოფიციალურ კიევს დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს'', - წერს გამოცემა.
ცნობილია, რომ დახმარების ახალი სამხედრო პაკეტი 325 მილიონ დოლარს, ახალ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, დამატებით საბრძოლო იარაღს, ჯავშანტექნიკასა და სხვა საჭირო აღჭურვილობას მოიცავს.