დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ, 92 მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის. პაკეტის ღირებულება 92 მილიონი ფუნტია.

SkyNews-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) მონაწილე ქვეყნების, თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. 

ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გადაცემული აღჭურვილობა გააძლიერებს უკრაინის უნარს, დაიცვას თავისი კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები ფრონტის ხაზზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი