"ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა იქნება ამ ე.წ. კონტრშეტევის შემდეგ... სიტუაციას დავაკვირდებით", - ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კითხვას, რამდენად მზად არის რუსეთი "შორს წასასვლელად".
РИА Новости წერს, რომ "ერთ-ერთმა სამხედრო ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, სადამდე წინსვლისთვისაა მზად რუსეთი - ე.წ. "ახალ საზღვრებამდე" თუ "იქამდე, სადამდეც შესაძლებელი იქნება".
რაზეც პუტინმა ასე უპასუხა: "ყველაფერი იმ პოტენციალზე იქნება დამოკიდებული, რაც ამ კონტრშეტევის დასრულების შემდეგ იქნება. ესაა მთავარი საკითხი. სიტუაციას დავაკვირდებით და შემდგომ ნაბიჯებს ისე გადავდგამთ. სხვადასხვა ხასიათის გეგმა გვაქვს და სიტუაციის განვითარების შესაბამისად ვიმოქმედებთ".