"უკრაინელები იკავებენ პოზიციებს, რუს ჯარებს რამდენიმე პატარა ქალაქიდან და სოფლიდან დევნიან" | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

იენ სტოლტენბერგმა USA Today-სთან ინტერვიუში უკრაინის გამარჯვებაზე ისაუბრა და ამის მიზეზებიც დაასახელა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ნელ-ნელა გათავისუფლებამ, უკრაინის გამარჯვების ნიშნები მკვეთრად გამოკვეთა. 

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები თანდათან „იკავებენ პოზიციებს“, რუს ჯარებს რამდენიმე პატარა ქალაქიდან და სოფლიდან დევნიან. ამავე დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინელი სამხედროების სწრაფი და მნიშვნელოვანი წარმატებებიც გაასაჯაროვა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს აქვთ გამბედაობა, მონდომება, გაათავისუფლონ საკუთარი მიწა... და რუსები უკან დააბრუნონ“, - თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები, რომლებიც შეხვდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას, ცუდად იყვნენ აღჭურვილი და უზრუნველყოფილი და ნორმალური ბრძანება არ გააჩნდათ.

''ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუსებს ჰქონდათ გამაგრების დრო - ეს საკმაოდ მძიმე თავდაცვითი ხაზებია და მათი გარღვევა რთული ამოცანაა“, - თქვა მან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი