"ბელარუსმა რუსეთის ფედერაციისგან რაკეტები და ბომბები მიიღო", - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს. ინფორმაცია Unian-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
მისი თქმით, მიღებული იარაღი ჰიროსიმასა და ნაგასაკში გამოყენებულზე გაცილებით მძლავრია. ლუკაშენკოს თქმით, ტაქტიკური ბირთვული იარაღი მთელ ქვეყანაში გადანაწილდება და მხოლოდ ერთ ადგილას არ განთავსდება.