"რუსი დიქტატორი რუსულ-უკრაინული ომის დასასრულებლად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ დასთანხმდება", - ამის შესახებ ევროკავშირის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა, Onda Cero-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ლიდერი რომელიც პუტინს შეხვდა, უკან ერთი და იმავე პასუხით დაბრუნდა.
''მას აქვს ერთი საომარი მიზანი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს და სანამ ის ამ მიზანს არ მიაღწევს ომი არ დასრულდება'', - ამბობენ ლიდერები.
ევროკავშირის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პუტინი შესაძლოა ელოდება აშშ-ში არჩევნების ჩატარებას. ის ასევე დარწმუნებულია, დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო თეთრ სახლში და არა რესპუბლიკელი ჯო ბაიდენი, ომი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.