ლატვია უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

გამოქვეყნდა:

ლატვია უკრაინას კახოვკას ჰესის აფეთქებით გამოწვეული ზარალის შესამსუბუქებლად ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, გადაწყვეტილება ლატვიის მთავრობამ მიიღო. 

ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი დაახლოებით 430 000 ევროს შეადგენს. მასში შედის გენერატორები, კომპრესორები, სატუმბი სადგურები, მაშველი ჟილეტები, საძილე ტომრები, მილები, საავტომობილო ტუმბოები, მყვინთავის ხელთათმანები, ჩექმები, კვადროციკლები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც უკრაინაში გაიგზავნება.

შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ რეგიონს, მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ჰუმანიტარულ დახმარებას ლატვიის სახელმწიფო სახანძრო-სამაშველო სამსახური გაუწევს, ხოლო საბნები და რეზინის ჩექმები სახელმწიფო მატერიალური რეზერვიდან ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი