უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, 14 ივნისის ღამეს რუსეთმა ოდესას 4 "კალიბრის" ტიპის რაკეტით შეუტია. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 10-ზე მეტი დაშავდა.
სარდლობა ამბობს, რომ რაკეტები შავი ზღვიდან იყო გაშვებული.
"საჰაერო ბრძოლისა და აფეთქების ტალღის შედეგად ქალაქის ცენტრში დაზიანდა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები. თავდაპირველად დაშავდა 6 ადამიანი", - აცხადებს სარდლობა.
მათივე ცნობით, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში რაკეტის დარტყმით ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა საწყობის 3 თანამშრომელი, 7 კი დაშავდა.
ადგილზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ, რადგან ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ დარჩენილები.