კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ვილკული აცხადებს, რომ 13 ივნისს, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული. 

"სამწუხაროდ, უკვე 12 მსხვერპლია - 67 წლის მამაკაცი ღამით სიცოცხლესთან შეუთავსებელი დამწვრობის შედეგად გარდაიცვალა", - დაწერა მან.

ვილკულმა განაცხადა, რომ ნგრევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობა გრძელდება. 

ცნობისთვის, 13 ივნისის ღამეს რუსეთმა კრივოი როგზე სარაკეტო შეტევა განახორციელა და 5-სართულიანი კორპუსი დაბომბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი