რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე - არიან დაღუპულები და დაჭრილები

გამოქვეყნდა:

აღმოსავლეთ რეგიონის სამხედრო უფროსმა განაცხადა, რომ 3 ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა დონეცკში რუსული ძალების მიერ ოთხშაბათს განხორციელებული თავდასხმის შედეგად. 

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ Telegram-ზე დაწერა, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ორი, ხოლო კოსტიანტინოვკაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

მისივე თქმით, თავდასხმებმა "მნიშვნელოვანი ზიანი" მიაყენა ათეულობით სახლს ორივე ქალაქში.

მანამდე გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის საჰარეო ძალებმა განაცხადეს, რომ როსტოვის რეგიონიდან რუსეთმა დონეცკის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი