უკრაინის უსაფრთხოებამ დუგინის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეაგროვა და დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის მომხრე, საერთაშორისო ორგანიზაცია „ევრაზიული მოძრაობის“ ხელმძღვანელის, ალექსანდრ დუგინის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეაგროვა. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უშიშროების სამსახურის გამომძიებლებმა, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის საფუძველზე, იგი ეჭვმიტანილად ცნეს ორ საქმეში:

  • "დამნაშავე მართლმსაჯულებას რუსეთის ტერიტორიაზე ემალება.
  • გამოძიება გენერალური პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა" - წერს უკრაინის უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, დუგინი რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინელი ხალხის გენოციდის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია. თავის გამოსვლებში, ბეჭდურ გამოცემებსა და პუბლიკაციებში, ის უკვე 10 წელზე მეტია უარყოფს უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს არსებობას და რუსეთის ჯარებს უკრაინელების ტყვეობისკენ მოუწოდებს.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, დუგინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი აგრესორი ქვეყნის საოკუპაციო ჯგუფებს და ოკუპანტების სამხედრო ქმედებები გაამართლა.

იდეა უკრაინელებისა და ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ, ოკუპანტების მხარდამჭერმა ღიად გაავრცელა

ცნობისთვის, დუგინი ასევე კრემლთან და რუსულ სამხედრო წრეებთან დაახლოებული პირია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი