მეორე და უმკაცრესი გაფრთხილება ამერიკის კონგრესმა საქართველოს ხმათა დიდი უმრავლესობით მისცა. თავდაცვის ავტორიზაციის აქტში წელს პირველად საქართველოს მთავრობას ვაშინგტონმა დახმარების სანაცვლოდ კონკრეტული პირობები ჩაუდო და გამოსაცდელი ვადაც დაუწესა. სახელმფიფო მადივანმა 180 დღეში უნდა წარადგინოს ანგარიში ქვეყნაში დემოკარტიის გაუმჯებესების შესახებ, კერძოდ საკანონდებლოა აქტში - 6395 პირდაპირ არის ჩამოთვლილი სფეროები რომლის გაუმჯესებასაც კონგრესი ითხოვს.
ეს გზავნილი პირველ რიგში არჩევნებს და ქვეყნის გეო-პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას ეხება. იმის მიუხედავად რომ "ქართული ოცნება" ამ აქტს, სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენს, ოპოზიციის განმარტებით, რეალობა არ იცვლება, წელს პირველად საქართველო ამერიკის ისტორიაში კონგრესი არამხოლოდ სანციებზე ალაპარაკდა, არამედ კონკრეტული ულტიმატუმი საკნონკდებლო აქტებში ჩადო კიდეც.
საქართველოს ხელისუფლება კი ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვტილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ იგივე გაფრთხილება და დათქმები სხვა ქვეყნებმაც მიიღეს - სიტყვა სანქცია კი ტესტებში არ წერია.
თამარ ჩუგოშვილი, რომელიც "ქართულ ოცნებაში "ამერიკასთან ურთიერთობებს კურირებდა, დეტალურად განმარტავს, საქართველოს შესახებ კონგრესი ყოველწლიურად 2 აქტს იღებს ხოლმე: თავდაცვის ავტორიზაციის აქტს და საგარეო დახმარებების შესახებ კანონს, სადაც პირველად ამერიკელმა კანონმდებლებმა დახმარების 15 პროცენტის გაყინვას დაუჭირეს მხარი. საქართველოსთვის მრავალმილიონიანი დახმარების შეჩრებაზე პასუხიმგებლობას პარტიები "ოცნებას" და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ.
ამერიკის კონგრესმა სანქციები გასულ წელს უკრაინასაც დაუწესა, თუმცა წელს პირველად ხდება, რომ საქართველო ამერიკისგან ასეთ გაფრთხილებას იღებს.