დანიამ, შესაძლოა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მფრინავების მომზადება აგვისტოში დაიწყოს. მფრინავები F-16-ების მართვას შეისწავლიან. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
შეგახსენებთ, F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყების შესაძლებლობა, მანამდე ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კაისა ოლონგრენმა გამოაცხადა.