ვილნიუსის სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ივლისის სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია დაადასტურებს, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტერიალი ბრიუსელში 15-16 ივნისს გაიმართება.

„ვილნიუსის სამიტზე ჩვენ გავუგზავნით მხარდაჭერისა და სოლიდარობის ძლიერ სიგნალს უკრაინას და მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესაბამისი ვადის საკითხი დამოკიდებულია უკრაინასა და ნატოს ყველა წევრ ქვეყანაზე. სტოლტენბერგის თქმით, ყველა თანხმდება, რომ ამჟამად გადაუდებელი ამოცანაა ომში უკრაინის, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. 

ნატოს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი