კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად, ესტონეთი უკრაინას 457 ათასი ევროს აღჭურვილობას გადასცემს

გამოქვეყნდა:

კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად ესტონეთი, უკრაინას 457 ათასი ევროს ღირებულების აღჭურვილობას გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება ესტონეთის  სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარგო კლაოსმა მიიღო. 

შეგახსენებთ, კახოვკას ჰესი რუსმა ოკუპანტებმა 6 ივნისს ააფეთქეს. რის შედეგადაც, უზარმაზარი ტერიტორია წყლით დაიფარა და დასახლებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუირებაც მოხდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი