ნიდერლანდები უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 150 მილიონი ევროს ღირებულების ოთხ VERA-EG პასიური სამეთვალყურეო რადარს შეიძენს. ინფორმცაია Unian-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, კაისა ოლლონგრენის, ნიდერლანდების პარლამენტისადმი მიწერილ წერილშია ნათქვამი.
„რადარების გამოყენება შესაძლებელია საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების აღმოსაჩენად, დადგენაში, თვალყურის დევნებისთვის და იდენტიფიცირებისთვის“, - თქვა ოლლონგრენმა.