კრემლთან მჭიდროდ დაკავშირებული კიდევ ერთი ქართველი მილიონერი. ომის დაწყების შემდეგ თამაზ სომხიშვილი საკუთარი ქონებით და გავლენებით სულ უფრო მეტად ცდილობს უკრაინის დაზარალებას და კრემლის ინტერესებში მოქმედებს.
ნავთობმაგნატი, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელი და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ქართველი ოფიციალურ კიევს ასობით მილიონს ედავება. თუმცა შესაძლოა თავადვე აღმოჩნდეს სანქცირებულთა სიაში. ირკვევა, რომ ქართული წარმომავლობის რუს ბიზნემენს საქართველოშიც მნიშვნელოვანი ქონება აქვს და თანაც ისეთი ტიპის, რომელსაც პირადად ოლიგარქის ნებართვის გარეშე ვერ დაეპატრონებოდა.