ცოცხალია თუ მოკლული ადამ დელიმხანოვი | უკრაინის კონტრშეტევა და პუტინის აღიარება - ბოლო ცნობები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ომის მთავარ ინტრიგად რამზან კადიროვის უახლოესი თანამებრძოლის ბედი იქცა. ცოცხალია თუ მოკლული ბატალიონ ახმატის ერთ-ერთი მეთაური ადამ დელიმხანოვი - ამ კითხვაზე პასუხის გაგებას დღეს ყველა ცდილობდა. თავად ჩეჩნეთის მეთაურმა უკრაინულ დაზვერვასაც კი მიმართა ინფორმაციისთვის და ჯილდოსაც დაპირდა.

უკრაინული მედია ზედმიწევნით ზუსტად აღწერდა ბრძოლას რომელშიც დელიმხანოვი თითქოსდა დაიღუპა. სულ ცოტა ხნის წინ რამზან კადიროვმა დელიმხანოვის დაღუპვის ინფორმაცია უარყო, თუმცა თავად საველე მეთაური ჯერ არსად გამოჩენილა და არც მისი გადარჩენის მოწმეები არსებობენ.

ბრძოლის ველზე კი ბოლო დღეების ტენდენცია შენარჩუნებულია - ზაპოროჟიეს მიმართულებით უკრაინული არმია დამაჯერებლად წინ მიიწევს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი