ლუკაშენკოს თქმით, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება, ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი "სპეციალურ საბრძოლო ოპერაციაში" მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდება. ინფორმაცია უცხოურ მედიაზე დაყრდნობით, უკრაინის შსს მინისტრის მრჩეველის ანტონ გერაშენკოს ტელეგრამ არხზე ვრცელდება
''რა თქმა უნდა, ყოყმანის გარეშე''
, - თქვა ლუკაშენკომ. 

რუსეთის ხელმძღვანელობას ჩემთვის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩართვის საკითხი არასდროს დაუყენებია, რადგან ამით ვითარება ბევრად უარესი იქნებოდა. მაგრამ, მაშინ მე ვთქვი ფრაზა, რომელიც სკეპტიკურად აღიქვეს ჩვენმა და თქვენმა ურაპატრიოტებმა. მე ვთქვი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ, ზურგში ესროლონ რუსებს. ეს არის ჩვენი როლი ამ ომში, - თქვა მან.

შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსი დიქტატორის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა და უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მის სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი