ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა დამპყრობლებმა ოთხშაბათს, 14 ივნისს, ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის რეგიონს. სროლის შედეგად 55 წლის ქალი დაიღუპა. ამის შესახებ ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობის პრესსამსახური იტყობინება.

მათი ინფორმაციით, დღეს, 13:40-დან 14:35 საათამდე იანჟულოვკას დასახლების მიდამოში, 82მმ-იანი ნაღმტყორცნებიდან, სავარაუდოდ, 13 სროლა დაფიქსირდა. 

''დაბომბვის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. ასევე დაზიანდა ორი კერძო სახლი“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი