ევროპარლამენტმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა. ინფორმაცია Unian-ის ტელეგრამ არხზე ვრცელდება.
„დეპუტატებმა ნოვა კახოვკაში კაშხლის აფეთქება დაგმეს. ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები აუცილებლად უნდა მოჰყვეს. მათ ევროკავშირს მოუწოდეს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ასევე დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მილიარდობით გაყინული რუსი ოლიგარქის ფინანსური აქტივები უკრაინის აღმშენებლობას მოახმაროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა 6 ივნის კახოვკას კაშხლის დამბა ააფეთქეს. ამ ტერორისტულ აქტს უამრავი ადამიანის ევაკუაცია, მასშტაბური ტერიტორიის დატბორვა და ეკოლოგიური პრობლემები მოჰყვა.