"ივანიშვილს ქრონიკულად ეშინია თავისუფალი ადამიანების. მისი დავალებით კულტურის მინისტრი კლავს იმ თავისუფალ შემოქმედებით მუხტს, რაც აცოცხლებს ქართულ კულტურას!" | მამუკა ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

"ივანიშვილს ქრონიკულად ეშინია თავისუფალი ადამიანების. მისი დავალებით კულტურის მინისტრი კლავს იმ თავისუფალ შემოქმედებით მუხტს, რაც აცოცხლებს ქართულ კულტურას!", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე წერს და კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ორი რამ სჭირდება ხელოვნების განვითარებას - თავისუფლება და თავისუფლება! თავისუფლებას კი მოპოვება და დაცვა სჭირდება, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღეს საქართველოა, სადაც, ჯერ კიდევ, ბიუროკრატებისა და პოლიტიკანების მხრიდან ხელოვანი ხალხის გაკონტროლების დიდი სურვილი და მონდომებაა.

სწორედ ამის გამოა, რომ ქვეყანას ტოვებენ ნიჭიერი ადამიანები, როცა გელათი, ვარძია, გრემი საფრთხეშია, როცა სახელმწიფო მუზეუმიდან ათავისუფლებ ღვაწლმოსილ პროფესიონალებს, როცა კინოცენტრის დირექტორად სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგყავს კადრი, სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირ ქართული კულტურის წინააღმდეგ მიზანმიმართული გალაშქრება.

ბიძინა ივანიშვილს ქრონიკულად ეშინია თავისუფალი ადამიანების, ვინც მის შანტაჟს, ფულს ან პროვოკაციას არ ემორჩილება. მისი დავალებით კულტურის მინისტრი საბჭოთა ტრადიციების საუკეთესო მეთოდებით მიზანმიმართულად კლავს იმ თავისუფალ შემოქმედებით მუხტს, რაც აცოცხლებს ქართულ კულტურას.

ახლა თუ დავუთმობთ, მერე გვიანი იქნება თავში ხელის რტყმა. ჩემი მხარდაჭერა ყველა თავისუფალ და პროფესიონალ ხელოვანს, განათლება და კულტურა არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა!, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი