უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, ღამით გაანადგურეს 20 დროინი და ფრთოსანი რაკეტა

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 15 ივნისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების საჰაერო თავდასხმის დროს გაანადგურეს 20 "შაჰიდის" დრონიდან 20-ვე, 4 ფრთოსანი რაკეტიდან ერთი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "Орлан-10".

შეტევა უწყების ცნობით, 00:20 საათიდან 04:30 საათამდე გაგრძელდა.

გენერალური შტაბი ამბობს, რომ ოთხმა Tu-95ms სტრატეგიულმა საავიაციო თვითმფრინავმა განახორციელა Kh-101/Kh-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება კასპიის ზღვიდან. მათგან სამი, უწყების ცნობით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში სამრეწველო ობიექტებს მოხვდა.

საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსეთმა ირანული დრონები ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებიდან გამიყენა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი "ორლან-10" ახორციელებდა საჰაერო დაზვერვას აღმოსავლეთის მიმართულებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი