ყირიმის ე.წ გუბერნატორის განცხადებით, ნახევარკუნძულს 9 დრონი დაესხა თავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. გუბერნატორი,  სერგეი აქსიონოვი ამტკიცებს, რომ ნახევარკუნძულს 9 უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს. 

მისი განცხადებით, 6 დრონი ჩამოაგდეს თავდაცვის ძალებმა, 3 კი შეაფერხეს და "დასვეს". ე.წ. გუბერნატორი ამბობს, რომ კრასნოგვარდეისკის რაიონში,  სოფელ დოკუჩაევოში ერთი დრონი "აფეთქდა", თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

უკრაინის ხელისუფლებას აქსიონოვი განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი