ზურაბიშვილის თქმით, კიევში მისი არმიწვევის მიზეზი მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობაა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ის ყოველთვის მზად იყო და დღესაც მზადაა უკრაინაში ჩავიდეს. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ჰკითხა რა არის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ის არ მიიწვია კიევში:

"ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის. ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, [მე] მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება", - თქვა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა საქართველოს პრეზიდენტს, მიიღო თუ არა ამის შესახებ მიწვევა, რაზეც ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ჯერ არა, თუმცა ფიქრობს, რომ ჯერ ეს ორგანიზებული არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი