ლიეტუვა და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის 100 მლნ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას შეიძენენ

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, ნიდერლანდებთან, დანიასთან, შვედეთთან და ისლანდიასთან ერთად უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის შეძენას გეგმავს.

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თანხა, რომელსაც მოკავშირეები  უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შესაძენად გამოყოფენ, 107,5 მლნ ევრო იქნება, საიდანაც  ლიეტუვა 6 მლნ ევროს შეიტანს.

ცნობილია, რომ დახმარების პირველი ეტაპი მოიცავს საბრძოლო და სადაზვერვო თვითმფრინავების წარმოებას, რომლებიც უკრაინაში ამ ზაფხულს გაიგზავნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი