უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად, ბელგიამ უკრაინას 3,5 მლინ ევრო გამოუყო.
"ბელგიამ 3,5 მილიონი ევრო გამოყო კახოვსკაია ჰესზე რუსული ტერაქტის შედეგების აღმოსაფხვრელად." - წერს შმიგალი.
გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრ დე კროოს გაწეული დახმარებისთვის.